აი, აქ გოლი არ გავიდა…
ფოტოთი, რა თქმა უნდა, რთულია განსაზღვრა, მაგრამ დინამიკაში ჩანს, რა გოლი ვერ გააქვს უკრაინის ფუტსალის ნაკრების ფეხბურთელს. ეს ევროპის ჩემპიონატზე, სერბეთთან 5:0-ზე… იგორ კორსუნი უმეკარეო კარისკენ წავიდა, სერბი არავინ მოსდევდა. პირიქით, თავისიანი მიაცილებდა და ამ დროს გოლი მაინც ვერ შეაგდო. ხდება ხოლმე.
მაინც არ გასჭირვებიათ უკრაინელებს, 6:1 მოიგეს.