სასწაულია, რომ საერთოდ ვითამაშე…

გმირი წაგებული ომიდან – ასე შეიძლება შევაფასოთ კევინ დე ბრუინი ევროპის ჩემპიონატზე. ბელგიელმა იტალიასთან მეოთხედფინალში ტრავმიანმა ითამაშა და ჯანლუიჯი დონარუმას სუპერსეივი რომ არა, ანგარიშსაც გახსნიდა. მეორე ტაიმში კი მისი პასით რომელუ ლუკაკუს უნდა გაეტანა ახლოდან და ვერ მოახერხა…

დე ბრუინი ტრავმიანი შეხვდა ამ ევროს. იტალიასთან კი სულაც გამორიცხული ჩანდა მისი გამოსვლა, მაგრამ აი , რა თქვა:

„სასწაულია, რომ დღეს ვითამაშე. ექიმებმა მოახდინეს ეს სასწაული. კოჭი მტკივა და მყესებია დაზიანებული, თუმცა ვგრძნობდი, რომ სამშობლოსთვის უნდა მეთამაშა. სამწუხაროა, რომ მეტი ვერ მოვახერხეთ.

იტალიის მეორე გოლი ბრწყინვალე იყო, პირველი კი ჩვენ ვაჩუქეთ და ბარელამაც ყველაფერი ზუსტად შეასრულა. ჩვენ კი მომენტები გვქონდა და საწყენია, რომ ჩემპიონატს დავემშვიდობეთ“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *