გასულ შაბათს გამართული UFC 266 ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო. ინტერესს, მერაბ დვალიშვილის ბრძოლასთან ერთად, ივენთის მთავარი დაპირისპირება ვოლკანოვსკი VS ორტეგაც იწვევდა. ამის მიზეზი ის არის, რომ ამ ბრძოლაში ირკვეოდა გიგა ჭიკაძის დივიზიონის ქამრის ბედი და მისი პოტენციური მეტოქის ვინაობაც.
ბუნებრივია, გიგა ივენთს ადგილზე ესწრებოდა. როგორც ნინძას ინსტაგრამ გვერდზე ვნახულობთ, იგი ვეგასში მელ გიბსონსაც შეხვდა, თუმცა უფრო საინტერესო ბოლოს გამოქვეყნებული ფოტო იყო, სადაც იგი UFC-ს პრეზიდენტ დენა უაითთან ერთადაა. ფოტოს კი ჭიკაძემ აღწერად შემდეგი რამ დაურთო: “თუ ეს ფოტო 1 მილიონ მოწონებას მიაღწევს, დენა უაითი სატიტულო ორთაბრძოლას მომცემს”.
ფოტოს ამ მომენტისთვის 71.000 მოწონება აქვს.