სატრანსფერო ელ კლასიკო – კაცი, რომელმაც საქართველო გაამწარა

ბარსელონას და რეალის დაპირიაპირებას სატრანსფერო ფანჯარაზეც ვიხილავთ. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ესპანურ გრანდებს ნაპოლიდან ელიფ ილმაზის შეძენა სურთ. შეგახსენებთ, რომ ეს ის ილმაზია, რომელმაც საქართველო 0:1 ჩრდ. მაკედონიის მატჩში მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ რეალის მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მას ნაპოლიში მუშაობის პერიოდიდან იცნობს. ილმაზი იტალიური გუნდის ღირსებას 2019 წლიდან იცავს და სერია ა-ს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელიც გახლავთ. 22 წლის ნახევარმცველმა ამ სეზონში 16 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ბარსელონას და რეალს, ბლაუგრანა რთულ სიტუაციაშია. ჩავის გუნდი 17 ქულით მე-9 ადგილზეა, ბლანკოსი კი 27 ქულით მეორე პოზიციას იკავებს და  ლიდერ სოსიედადს 1 ქულით ჩამორჩება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *