საუთგეიტის ახალი კონტრაქტი: ბევრად მაღალი ხელფასით…

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ 2024 წლის ევროპის ჩემპიოანტის დასრულებამდე გაუგრძელა კონტრაქტი გარეთ საუთგეიტს. მწვრთნელს 2022 წლის ბოლომდე ჰქონდა ხელშეკრულება და როგორც ჩანს, ნდობა მოიპოვა…

საუთგეიტი 2016 წლიდან წვრთნის ინგლისის ნაკრებს. ამ პერიოდში ბრიტანელები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ. ორივეგან იგებდნენ, მაგრამ, საბოლოოდ წააგეს…

და კიდევ, ახალ კონტრაქტში გაუმჯობესებული პირობებია. აქამდე საუთგეიტს წლიური 3 მილიონი ევრო ჰქონდა ხელფასი, ახლით კი 5 მილიონს მიიღებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *