საუთგეიტი სტერლინგზე: ხანდახან ფეხბურთი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი

ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში სენეგალის ეროვნული გუნდი 3:0 დაამარცხა. აღნიშნული შეხვედრის განაცხადში არ მოხვედრილა რაჰიმ სტერლინგი, რომელიც როგორც შემდეგ გაირკვა, პირადი პრობლემების გამო ინგლისში გაემგზავრა.

Daily Thelegraph-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის სახლი გაქურდეს. ოჯახის კეთილდღეობის გამო, სტერლინგმა გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნდეს. ჯერ უცნობია ისევ გაემგზავრება თუ სტერლინგი არა კატარში.

სტერლინგთან დაკავშირებით მატჩის შემდეგ, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ისაუბრა.

“არ ვიცი სტერლინგი კვლავ ითამაშებს თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე. მას ახლა ოჯახთან ყოფნისთვის დრო სჭირდება, რომ პრობლემებს გაუმკლავდეს. არ მინდა სტერლინგზე ზეწოლა იყოს. ხანდახან ფეხბურთი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ რაჰიმს და იმდენ დროს ვაძლევთ, რამდენიც სჭირდება.” – განაცხადა საუთგეიტმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *