ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ისურვა, რომ ინგლისის ნაკრების შტაბში ბევრი ქალი მუშაობდეს. 51 წლის სპეციალისტმა თქვა, რომ 40 წევრიდან მხოლოდ 3 ქალი – ეს ცოტაა.
„მაგალითი უნდა ავიღოთ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციიდან, სადაც 38 % სუსტი სქესის წარმომადგენლები მუშაობენ. ჩემმა ქალიშვილმა მკითხა: „ო, ეს კარგია ხომ, მამა?“. კარგი აზრია. ჩემთვის კიდევ ერთხელ შეხსენებაა, თუ როგორი სამყარო მინდა ჩემი ქალიშვილისთვის და როგორი შესაძლებლობები მინდა ჰქონდეს.
…ქალები თითქმის არ გვხვდებიან პროფესიონალური გუნდების სამწვრთნელო შტაბში. ასოციაციაში უკვე დაიწყეს გენდერულ თანასწორობაზე მუშაობა, მითუმეტეს დირექტორთა საბჭოს დონეზე“ (Telegraph)