“საუკეთესო სიახლე კვარაცხელიაზე”

ამ სეზონის ნაპოლის აბსოლუტური პროტაგონისტები ოსიმენი და კვარაცხელია რომ არიან, ამას ციფრებიც მოწმობს. სპეციასთან ეს კიდევ  ერთხელ დამტკიცდა, ხვიჩას ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია (ოსიმენზე), ვიქტორმა კი ორი გოლი გაიტანა.

ნაპოლიში ფეხბურთელებს რა მომავალი ელოდებათ? ჟურნალისტის, ჯოვანი სკოტოს ინფორმაციით, რომელიც Third Tempos გადაცემაში გააჟღერა, ნებისმიერ შემთხვევაში, კვარა ნაპოლიში დარჩება.

ოსიმენი? აქ სიტუაცია რთულია. სკუდეტოს მოგების შემდეგ, სავსებით სავარაუდოა, რომ ის გუნდიდან წავა. საუკეთესო ცნობებია კვარაცხელიასა და კიმის შესახებ. ეს ორი ფეხბურთელი, იტალიაში პირველობის გარეშეც, დე ლაურენტისის კლუბის შორსმიმავალ გეგმებში რჩებიან,” – თქვა სკოტომ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *