არგენტინა 2:0 მექსიკის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულმა გუნდმა გასახდელში მოგება ემოციურად აღნიშნა. ერთ მომენტში ჩანს, რომ მესიმ მექსიკელთა მაისურა ძირს დააგდა და იატაკზე გაუსვა. ამ ფაქტს თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე საულ ალვარესი გამოეხმაურა.
“დაინახეთ? მესიმ ჩვენი მაისურით და დროშით იატაკი მოწმინდა. როგორც მექსიკამ უნდა სცეს არგენტინას პატივი, ასევე არგენტინამ მექსიკას. ამ შემთხვევაში მესიზე და მის ქმედებებზე ვსაუბრობ. მექსიკის მაისურის იატაკზე დაგდება შეურაცხყოფაა და შეწყვიტეთ იმაზე საუბარი მართლა ასეა თუ არა.” – დაწერა ალვარესმა.
الأسطورة يغني مع اللاعبين في غرفه تبديل الملابس 😭💙💙💙💙 pic.twitter.com/ygQndO1TUc
— Messi Fc (@Messi30FC) November 26, 2022
შეგახსენებთ, რომ მესი ამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ მან გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.