საფინასა და ბერულავას ვერცხლი კოშიცეს გრან პრიზე

სლოვაკეთის ქალაქ  კოშიცეში, იუნიორთა  შორის  გრან პრის  მესამე  ეტაპზე სპორტულ  წყვილებში, სადაც  ფავორიტებად სამი  რუსული წყვილი მიიჩნეოდა, ქართველმა სპორტსმენებმა  კარინა საფინა და ლუკა  ბერულავამ  თავიანთ  სადებიუტო  გამოსვლაში, თავისუფალ პროგრამაში  ყველა  მათ კონკურენტზე  მაღალი  ტექნიკური   ქულა – 54.92   მოაგროვეს  და  ორი პროგრამის  ჯამში  168.26  ქულით  მეორე  ადგილი და  ვერცხლის  მედლები დაიმსახურეს, რაც   გრან პრის  ეტაპებზე ქართული ფიგურული ციგურაობის  ისტორიაში საუკეთესო შედეგია სპორტული  წყვილების კატეგორიაში.

ქართველმა სპორტულმა  წყვილმა ურთულესი, ტექნიკური ელემენტებით  დატვირთული  თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა, მხოლოდ  ერთ  რუსულ სპორტულ  წყვილს ჩამორჩა და  სეზონის საწყის ეტაპზე სერიოზული კონკურენცია  გაუწია  რვა ქვეყნის 11  სპორტულ წყვილს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *