L’equipe-ს ინფორმაციით, საფრანგეთის ნაკრებში კონფლიქტია – ერთმანეთს მბაპე და გრიზმანი დაუპირისპირდნენ.
ფეხბურთელებს შორის კამათი ევრო 2020-ის მიმდინარეობისას მოხდა, რომელიც ფრანგებისთვის 1/8 ფინალში დასრულდა (3:3; პენ: 4:5)
მბაპეს ის ადარდებს, რომ გრიზმანს ნაკრებზე უდიდესი გავლენა აქვს.
ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა კარგი არც ტრიუმფალურ 2018 წელს იყო.
მბაპე ბენზემას დაბრუნების ერთერთი მთავარი მომხრე იყო, რის გამოც გრიზმანს მოედანზე პოზიციის შეცვლა მოუწია.
ასევე, ნაკრებში ფიქრობენ, რომ ანტუანი უფრო მეტად გუნდური მოთამაშეა, მბაპე კი – ეგოისტი…