საფრანგეთი ოლიმპიადის ფინალშია

უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა საკალათბურთო ოლიმპიადის მეორე ნახევარფინალი, სადაც ერთმანეთს სლოვენიის და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

მთელი მატჩის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი ანგარიშით წინ გაქცევას და გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას.

null

სლოვენია უფრო ლუკა დონჩიჩის ინდივიდუალიზმის ხარჯზე ახერხებდა წარმატების მიღწევას, ფრანგები კი გუნდური თამაშით.
მეოთხე მეოთხედის უკანასკნელ წუთზე ლუვავუ კაბაროს ჩაგდებული სამიანით ფრანგები 5 ქულით დაწინაურდნენ 90:85, თუმცა საპასუხო შეტევაში კლემენ პრეპელიჩმა პაერიმეტრიდან ზუსტად გაისროლა, პლიუს მასზე თამაშის წესები დაირღვა და ბონუს საჯარიმოც ზუსტად მოათავსა კალათში 89:90.

სლოვენიამ მეტოქის 24 წამიანი შეტევა მოიგერია და მატჩის მოსაგებად „გაიქცა“, თუმცა 3 წამიან ზონაში შესულ პრეპელიჩს ნიკოლა ბატუმმა დაუფარა და საფინალო სირენის ხმაც გაისმა… საფრანგეთი ოლიმპიადის ფინალშია.

გამარჯვებულთა რიგებში ნანდო დე კოლომ 25 ქულა დააგროვა, ფურნირმ 23, ხოლო ლუვავუ კაბარომ 15. ერთადერთი ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე რუდი გობერს – 9 ქულა, 16 მოხსნა.

null

სლოვენიელთა რიგებში სამმაგი დუბლი შეასრულა ლუკა დონჩიჩმა – 16 ქულა+10 მოხსნა+18 პასი, 23 ქულა ჩააგდო ნატურალიზებულმა ლეგიონერმა მაიკ ტობიმ, 17 ქულა აიღო კლემენ პრეპელიჩმა.

ოლიმპიადის ფინალში საფრანგეთის ნაკრები ამერიკას შეხვდება, ხოლო მესამე ადგილისთვის სლოვენია ავსტრალიას დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი და ამერიკა მიმდინარე ოლიმპიადაზე ერთ ჯგუფში ასპარეზობდნენ და მათი დაპირისპირება ევროპელთა გამარჯვებით დასრულდა – 83:76.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *