ევროპა იწყება… სპეციალისტთა დიდი ნაწილის აზრით, საფრანგეთის ნაკრები მთავარი ფავორიტია. აი, რას ამბობენ თავად ფრანგები: არსენალის ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი და ნაკრების ყოფილი კაპიტანი და მწვრთნელი, უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი…
ვენგერი: „საფრანგეთი უბრალოდ ფავორიტი კი არა, სუპერფავორიტია. მსოფლიო ჩემპიონები არიან, ჰყავთ კანტე, პოგბა, ბენზემა, გრიზმანი, კომანი, ჟირუ. მხოლოდ ნაწილი ჩამოვთვალე. კიდევ, დემბელეც. საფრანგეთს სათადარიგოთა სკამზე ჰყავს 11 ისეთი ფეხბურთელი, რომლებიც სხვა ნაკრებში ძირითადში იქნებოდნენ.
…აქ არც ის დავივიწყოთ, რომ დიდიე დეშამს ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს და ნაკრები ჯერ იზრდება. ვფიქრობ, ისინი პიკზე არ გასულან“.
პლატინი: „საფრანგეთი ფავორიტია. ფეხბურთელების დონით პირველები არიან, ყველა რგოლში ჰყავთ ლიდერები. საფრანგეთის მერე დასავასახელებდი ბელგიას. გერმანიას რაც შეეხება, ნაკლებად ვიცნობ, მაგრამ ის ვიცი, რომ კარგი ახალგაზრდები ჰყავთ“.