საფრანგეთმა ერთა ლიგა მოიგო – მამლებმა ესპანეთს ლამაზი გოლებით აჯობეს

ერთა ლიგის A დივიზიონის ფინალში საფრანგეთის ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდს შეხვდა სან სიროზე გამართულ მატჩში 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა. ეს განსაკუთრებით მეორე ნახევარზე ითქმის. პირველ ტაიმში გამოსარჩევი არაფერი ყოფილა, აი მეორე ტაიმში ნამდვილი ფეხბურთი და სანახაობა ვიხილეთ.

64-ე წუთზე ანგარიში მიკელ ოიარსაბალმა გახსნა. 2 წუთში კარიმ ბენზემამ ბრწყინვალე გოლი შეაგდო, 80-ზე კი მბაპე ერთი ერთზე დარჩა, ცრუ მოძრაობა გააკეთა და ბურთი კარში შეაგორა.

ამის შემდეგ ესპანეთმა უფრო შეუტია და საკმაოდ სახიფათოდაც, თუმცა ერთ-ერთი საუკეთესო იყო უგო ლორისი, რომელმაც რთული სეივები შემოგვთავაზა.

ასე და ამ გვარად საფრანგეთმა ესპანეთი 2:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *