საფრანგეთმა იტალია დაამარცხა და ოლიმპიადის 1/2 ფინალში გავიდა

უაღრესად საინტერესო და დრამატული გამოდგა საკალათბურთო ოლიმპიადის მეოთხედფინალური დაპირისპირება იტალიას და საფრანგეთს შორის.

შეხვედრის პირველი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, იტალიელები ცდილობდნენ პერიმეტრიდან დაებომბათ მეტოქე, ხოლო ფრანგები სამწამიან ზონაში დომინირებდნენ. რუდი გობერმა და მუსტასფა ფოლმა „დაბალი ხუთეულით“ მოთამაშე იტალია უბრალოდ გადათელეს.

null

„სკუადრას“ რიგებში არ წაუვიდათ ტყორცნები ლიდერებს, სამაგიეროდ „ჰოთ ჰენდით“ თამაშობდა სიმონე ფონტეჩიო, რომელიც ყველაფერს აგდებდა მეტოქის კალათში. სწორედ მისი სნაიპერული თვისებების წყალობით ტალია მეორე მეოტხედის დასაწყისში 7 ქულით გაექცა მეტოქეს, თუმცა ფრანგებმა მალევე ამოქაჩეს.

მესამე პერიოდში „ლე ბლეს“ უკანახაზელებიც ათამაშდნენ – გადამწყვეტ მომენტში თავისი სამქულიანები „ჩაყარეს“ ტომა ერტელმა და ევან ფურნიემ. ნანდო დე კოლო „დირიჟორობაზე“ გადაერთო და რამდენიმე ბრწყინვალე პასით „მოჭრა“ მეტოქის დაცვა და გობერს ჩაატენინა.

ფრანგებმა მესამე მეოთხედი 21:12 მოიგეს და დასკვნით პერიოდს 10 ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდნენ.

null

იტალიამ გაიბრძოლა – ფონტეჩის შორეული ტყორცნით ანგარიში გათანაბრდა 66:66, თუმცა საპასუხო შეტევაში ლუვავუ კაბარუმ ჩაააგდო უმნიშვნელოვანესი სამქულიანი.
მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ამჯერად გალინარიმ აღადგინა წონასწორობა 73:73, რასაც მყისიერი პასუხი მოყვა ერტელისგან, რომელიც წამიერად მარტო დარჩა მარცხენა კუთხეში, საიდანაც ზუსტად გაისროლა სამქულიანი.
ფრანგებმა მეტოქე მენტალურად გატეხეს და დამსახურებული გამარჯვება იზეიმეს 84:75.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე რუდი გობერი გახდა, რომლის ნაგარიშზეც 22 ქულა და 9 მოხსნა იყო. იტალიელთა რიგებში გამოირჩა სიმონე ფონტეჩო – 23 ქულა.

1/4 ფინალური ეტაპი

სლოვენია – გერმანია 94:70

ამერიკა – ესპანეთი 95:81

საფრანგეთი – იტალია 84:75

ავსტრალია – არგენტინა 97:59

ოლიმპიადის ნახევარფინალში სლოვენია საფრანგეთს შეხვდება, ხოლო ავსტრალია ამერიკას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *