ძალიან საინტერესოდ წარიმართა მერვე საჭიდაო დღე ოლიმპიადაზე, რომელიც ძიუდოს გუნდურ შეჯიბრებას დაეთმო.
სამწუხაროდ საქართველომ გუნდურ პირველობაში ვერ მიიღო მონაწილეობა, ვინაიდან ოლიმპიადაზე კვალიფიკაცია მხოლოდ 2 ქალმა გაიარა (ლევიცკა-შუკვანი, ლიპარტელიანი), მონაწილეობისთვის კი მინიმუმ 3 გვჭირდებოდა.
გუნდური პირველობის ფავორიტად რათქმაუნდა იაპონიის ნაკრები მიიჩნეოდა, როემლიც მასპინძლის სტატუსით იმყოფებოდა, ამას კი ემატებოდა ერთეულთა თანრიგში ნაჩენები ბრწყინვალე შედეგი: 14 წონითი კატეგორიიდან 9 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
ფავორიტებს მძიმე სტარტი გამოუვიდათ გერმანელებთან – უტა აბემ ერთი წონითი კატეგორიით მაღლა იასპარეზა 52-დან 57-ში და მაინც მოულოდნელად წააგო გერმანელ ტერეზა შტოლთან.
მეორე დაპირისპირების შედეგი კიდევ უფრო მოულოდნელი გამოდგა – შოჰეი ონომ შეწყვიტა მოგებათა სერია დათმო შეხვედრა იგორ ვანდტკესთან.
იაპონელები დროულად გამოფხიზლდნენ და 0:2 ჩამორჩენა უცბად 4:2-ად აქციეს, მოიგეს რა თავიანთი შეხვედრები ჩიზურუ არაიმ, სოჩრო მუკაიმ,აკირა სონემ და აარონ ვოლფმა.
ნახევარფინალში ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენლები რუსეთის ნაკრებს შეხვდნენ, სადაც იაპონიამ საწყისი 4 ბრძლა მოიგო (ონო, არაი, მუკაი, სონე) და ფინალის საგზური მოიპოვა.
ბადის ქვედა ნახევარში ფავორიტად საფრანგეთსი ნაკრები მიიჩნეოდა, რომელთაც მეოთხედფინალში ძალიან გაუჭირდათ ისრაელის ბარიერის გადალახვა.
ნელსონ ლევიმ პირველ მატჩში სარალეონ სისქო დაამრცხა და ისრაელი დაწინაურდა 1:0. მომდევნო შეხვედრა უკვე ფრანგებმა მოიგეს – გილამ ჩეინმა ტოჰარ ბუთბულს აჯობა 1:1.
ამ მომვლენის შემდეგ ისრაელის ნაკრებმა ზედიზედ 2 გამარჯვება მოიპოვა და 3:1 დაწინაურდა (ჟირი შარირი, ლი კოჩანი). ფრანგები გავარდნის პირას იყვნენ, თუმცა მძიმე წონოსნებმა სიტუაცია გამოასწორეს – ჯერ რომაინ დიკომ მოუგო ჰერშკოს, ხოლო შემდეგ ტედი რინერმა ორ სასონს 3:3.
გადამწყვეტ მე-7 შეხვედრაში მარგო პინომ ოქროს ქულით სძლია ჯილი შარირს და საფრანგეთი 1/2 ფინალშ გაიყვანა.
ნახევარფინალში ფრანგებს პრობლემები აღარ ქონიათ – ჩაინმა, აგბენენუმ, კლერჯემ და დიკომ ზედიზედ 4 დაპირისპირება მოუგეს ნიდერლანდელ ძიუდოისტებს და ფინალის საგზურიც მოიპოვეს.
ფინალური შეხვედრა ჩიზურუ არაის და კლარის აგბენენუს დაპირისპირებით გაიხსნა. 70 კგ წონითი კატეგორიის ოლიმპიური ჩემპიონი 63 კგ-ს ოლიმპიური ჩემპიონის წინააღდეგ.
თითქოს არაის უპირატესობა უნდა ქონოდა, თუმცა კლარისმა ბრწყინვალედ იჭიდავა, ჯერ ვაზარიზე დააგდო მეტოქე, ხოლო დამატებით დროში იპონიც აუღო და საკუთარი ქვეყანა დააწინაურა 1:0.
მეორე შეხვედრაში უკვე აქსელ კლერგემ დაამარცხა მძიმე ბრძოლაში სოჩრო მუკაი და ფრანგები 2:0 დაწინაურდნენ.
იაპონელებმა მეტოქესთან ჩამორჩენის შემცირება შეძლეს, მას შემდეგ რაც აკირა სონემ რომაინ დიკო დაამარცხა 1:2.
ტატამიზე საჭიდაოდ გამოვიდა ტედი რინერი, რომელმაც თავისი მაღალი კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა და ვოლფი დაამარცხა 3:1.
გადამწყვეტი გამოდგა სარა ლეონ სისქოს გამარჯვება ცუკასა იოშიდასთან, რითაც საფრანგეთმა ოლიმპიადის გუნდური ჩემპიონატი მოიგო.