საფრანგეთს ტრავმის გამო ფეხბურთელი გამოაკლდა

საფრანგეთის ნაკრებში საკადრო პრობლემაა.უსმან დემბელემ მუხლის ტრავმის გამო ეროვნული გუნდი დატოვა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც გაირკვა, რომ ფრანგი 3 კვირა ვერ ითამაშებს.

დემბელემ საფრანგეთის ნაკრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 2 მატჩი ჩაატარა და მოედანი ორივეჯერ უგოლოდ და საგოლე პასის გარეშე დატოვა. განვლილ სეზონში ბარსელონას მაისურით მან 30 შეხვედრა გამართა, სადაც თავი 6 გოლით და 3 ასისტით გამოიჩინა.

რაც შეეხება საფრანგეთის ნაკრებს, დეშამის შეგირდებმა პირველ ტურში გერმანიას 1:0 მოუგეს, მეორე შეხვედრა კი უნგრეთთან 1:1 დაამთავრეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *