საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი მატჩი ჩაატარა. ავთანდილ ასათიანის შეგირდები ნიდერლანდებში მიმდინარე ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში აზერბაიჯანს შეხვდნენ და 3:2 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლები ალესანდრომ, არჩილ სებისკვერაძემ და თალესიმ გაიტანეს.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი 2 გოლი სწორედ აზერბაიჯანელებმა გაიტანეს, საქართველოს ნაკრები მეტოქეს ბევრით არაფრით ჩამოუვარდებოდა, ზოგ მომენტებში სჯობდა კიდეც. მეორე ნახევარი ჩვენებმა გაცილებით უკეთ ჩაატარეს და 2 გოლიც გაიტანეს.
ტრადიციულად ერთ-ერთი გამორჩეული იყო ზვიად კუპატაძე, რომელმაც არაერთი რთული ბურთი მოიგერია. განსაკუთრებით ეს ბოლო წუთებზე ითქმის, როცა აზერბაიჯანელებმა ზეწოლას მოუმატეს და ხშირად ურტყამდნენ.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი მოიგო, მეორე შეხვედრას გუნდი 26 იანვარს ბოსნიის წინააღმდეგ გამართავს, მესამე ტურში კი 29 იანვარს ესპანეთს შეხვდება.