საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი მატჩი გამართა. ჩვენმა გუნდმა საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლა.
ვილი სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში საკმაოდ ტექნიკური, ბურთის კონტროლზე ორიენტირებული ფეხბურთელები დააყენა. ლობჟანიძე, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და წინ მიქაუტაძე.
სანამ უშუალოდ მატჩზე გადავიდოდეთ, გეტყვით, რომ ჯაბა კანკავამ საქართველოს ნაკრებში მეასე მატჩი ჩაატარა, რაც რითიც ლევან კობიაშვილს გაუთანაბრდა. სწორედ ამ 2 ფეხბურთელს აქვს ჯვაროსანთა მაისურით ყველაზე მეტი მატჩი ჩატარებული.
რაც შეეხება შეხვედრას, ბერძნებმა მალევე უპირატესობა მალევე მოიპოვეს. ერთ ეპიზოდში მასურასმა დაბალი ბურთი სახიფათოდ ჩააწოდა და გადავრჩით. მე-12 წუთზე პავლიდისმა გაგვიტანა, თუმცა ვარჯზე გამოჩნდა, რომ ბურთს დარტყმამდე მოედანი დატოვებული ჰქონდა და კუთხური დაინიშნა.
25-ე წუთზე სტუმართა მეკარეს ვლახოდიმოსს მოუწია თამაშში ჩართვა. ოთარ კაკაბაძის მშვენიერი დარტყმული ბერძენმა მეკარემ მოიგერია და გუნდი გადაარჩინა.
ამის შემდეგ უპირატესობას კვლავ ბერძნები ფლობდნენ და რამდენჯერმე ლორიასაც მოუწია თამაშში ჩართვა. ქართველთაგან შეტევაში ყველაზე აქტიური ჩაკვეტაძე იყო, ასევე ბევრს ცდილობდა და ხშირად გამოსდიოდა კიდეც ლობჟანიძეს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია აშკარად ცუდ მატჩს ატარებდა კვარაცხელია, ასევე ინერტული იყო მიქაუტაძე.
მეორე ტაიმში კვლავ სტუმრები ფლობდნენ უპირატესობას, ისევ ბერძნები აქტიურობდნენ. თამაში უმეტესად ჩვენს ნახევარზე მიმდინარეობდა. სანიოლის შეგირდებს ბურთის ამოტანა უჭირდათ და შესაბამისად არ იყო შეტევები.
71-ე წუთზე კვარაცხელია, რომელიც ინერტული იყო, რამდენიმე ფეხბურთელს გასცდა და დაარტყა, რიკოშეტის შემდეგ ბურთი კუთხურზე გადავიდა. მალე გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა შეცვლაზე შესულ ოქრიაშვილს, რომელმაც ჯარიმ დაარტყა და ბურთი მეკარემ მოიგერია.
სამწუხაროდ საქართველოს ნაკრების საწინააღმდეგოდ ბოლო წუთების სენი კვლავ ამოქმედდა. გურამ გიორბელიძეს ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი დაინიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გაიტანა.
95-ე წუთზე კაკაბაძემ ბურთი ფაქტობრივად დიმიტრიუს ელკასს ჩააბარა, რომელმაც დვალი მოატყუა და ერთი ერთზე დარჩენილმა გაიტანა.
საქართველოს ნაკრებს კვლავ 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოში გამართავს.