საქართველოს დამაჯერებელი გამარჯვება ჩრდილოეთ მაკედონიასთან

2023 წლის საკალათბურთო მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის,G ჯგუფის მესამე ტურის მატჩის რანგში საქართველომ თბილისის სპორტის სასახლეში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად 91:70 დაამარცხა.

ორივე გუნდი დიდი დანაკლისით შეხვდა დღევანდელ მატჩს – საქართველოს 3 ლიდერი არ ყავდა: თორნიკე შენგელია (ც.ს.კ.ა-მ არ გამოუშვა), გოგა ბითაძე(NBA-მ არ გამოუშვა) და სანდრო მამუკელაშვილი(NBA-მ არ გამოუშვა),ჩრდილოეთ მაკედონიას კი საუკეთესო კალათბურთელი ნენად დიმიტრიევიჩი (მცირე ტრავმა).

null

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში აქცენტი პერიმეტრის სიძლიერეზე გააკეთა და ცენტრად მოთამაშე გიორგი შერმადინის წინ 4 უკანახაზელი დააყენა – ბერიშვილი, ბოქოლიშვილი, მაქფადენი, სანაძე. ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდიც დაბალი ხუთეულით ასპარეზობდა – კრსტევსი, ნიკოლოვი, რობევი, სტოიანოვსკი და ცენტრის პოზიციაზე მოასპარეზე ლეგიონერი ჯეიკობ ვილი.

პირველივე წუთებიდანვე საქართველოს ნაკრებმა ხელთ იგდო სათამაშო უპირატესობა და ანგარიშში ლიდერობა, რომელიც საფინალო სირენამდე აღარ დაუთმია. დუდა სანაძემ(11 ქულა), მიშა ბერიშვილმა (10 ქულა) და თად მაკფადენმა(26 ქულა) პერიმეტრიდან დაბომბეს მეტოქის კალათი, ხოლო სამწამიან ზონაში ბრწყინავდა გიორგი შერმადინი, რომელმაც ერთი-ერთზე ჯერ ვილი დაჩაგრა, ხოლო შემდეგ შეცვლაზე შემოსული შიმიჩი (საქართველოს ნაკრებმა მაკედონიის ფარზე ბურთი 16-ჯერ მოხსნა, რაც ფანტასტიკური შედეგია)..

null

სტუმრებს პრობლემები “გაუათკეცდათ” მას შემდეგ, რაც საწყის 3 წუთში 2 პერსონალური ფოლი მიიღო ნიკოლოვმა და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, მისმა შემცვლელმა მიტრევსკიმ კი კარიერის უცუდესი მატჩი ჩაატარა.

საქართველოს ნაკრებმა კომბინაციურად გამართული კალათბურთი ითამაშა და მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. მატჩის მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 24:18 მოიგეს, მეორე პერიოდი 22:13, ხოლო მესამე მეოთხედი 22:16.

უკანასკნელი 10 წუთიანი პერიოდის წინ საქართველოს ჰანდიკაპი უკვე +21 ქულას შეადგენდა – 68:47. ზუროსმა თავის გამოჩენის საშუალება საქართველოს სუპერლიგაში მოასპარეზე კალათბურთელებსაც მისცა და მათაც თავი არ შეურცხვენიათ – ჯინჭარაძემ 12 ქულა ჩააგდო, ბექაურმა, ლონდარიემ და ბოქოლიშვილმა 4-4.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე იოლად მიიყვანა 91:70 და G ჯგუფში დროებით გალიდერდა 2 მოგებით და 1 მარცხით.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგებულ მატჩში საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც სოლიდური ორმაგი დუბლი შეასრულა 20 ქულა, 15 მოხსნა(7 მეტოქის ფარზე) და 6 პასი. შეხვედრის ბომბარდირი კი საქართველოს ნაკრების ამერიკელი ლეგიონერი თად მაკფადენი გახდა – 26 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი. მაკედონიელთა მხრიდან გამოირჩა სტოიანოვსკი, რომლის ანგარიშზეც 15 ქულა იყო.

null

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *