საქართველოს მეტოქე ცნობილია!

ერთა ლიგის ნახევარფინალში, რომელიც 2024 წელს გაიმართება, საქართველოს მეტოქე ცნობილია!

გიბრალტართან გამარჯვების შემდეგ, გარკვეული იყო, რომ ჩვენი ნაკრები, C ლიგაში, საუკეთესო გუნდი იქნებოდა. 27 სექტემბერს, საბერძენეთმა ჩრდილოეთ ირლანდია მიიღო – თუ წააგებდა, მეტოქედ საბერძნეთი გვეყოლებოდა, სხვა შემთხვევაში – ყაზახეთი.

ბერძნებს კითხვის ნიშნები არ გაუჩენიათ, 3:1 მოიგეს და გაირკვა, რომ ნახევარფინალში ყაზახებს ვუმასპინძლებთ.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *