საქართველოს მტკივნეული მარცხი არგენტინასთან

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში სტარტი აიღო ATP CUP-ის რიგით მესამე გათამაშებამ. ტურნირის გახსნით მატჩში საქართველოს ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 0:3 დამარცხდა.

პირველები კორტზე ფედერიკო დელბონისი და ალექსანდრე მეტრეველი გამოვიდნენ. არგენტინელმა ჩოგბურთელმა 66 წუთში 6:1 6:2 იმარჯვა და საკუთარ ქვეყანას პირველი ქულა მოუტანა.

null

მეორე მატჩი ერთმანეთს საქართველოს და არგენტინის პირველი ჩოგნები დაუპირისპირდნენ ნიკოლოზ ბასილაშვილი დიეგო შვარცმანის წინააღმდეგ. სამწუხაროდ ბრძოლა არც აქ შედგა – დიეგომ 57 წუთში 6:1 6:2 მოიგო და არგენტინას მეორე ქულა მოუტანა.

მესამე მატჩში უკვე არგენტინულმა წყვილმა გონსალესი/მოლტენი უპრობლემოდ მოიგო თავისი შეხვედრა ფურცელაძე/ტყემალაძის ტანდემთან და ლათინო ამერიკის წარმომადგენლებმა საქართველოსთან დაპირისპირება მშრალი ანგარიშით მოიგეს 3:0.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *