საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში მოხვდა, სადაც ბულგარეთის, ჩრდ. მაკედონიის და გიბრალტარის ნაკრებებს შეხვდება. ჩვენი გუნდის კალენდარი შემდეგნაირი გახლავთ.
2 ივნისი – საქართველო : გიბრალტარი
5 ივნისი – ბულგარეთი : საქართველო
9 ივნისი – ჩრდ. მაკედონია : საქართველო
12 ივნისი – საქართველო : ბულგარეთი
23 სექტემბერი – საქართველო : ჩრდ. მაკედონია
26 სექტემბერი – გიბრალტარი : საქართველო
ჯგუფი საკმაოდ რთულად იწყება, რადგან ვილი სანიოლის შეგირდებს 10 დღიან ინტერვალში სამ სხვადასხვა ქალაქში 4 თამაში უწევთ. ვნახოთ, იმედია საქართველოს ნაკრები წარმატებას მიაღწევს და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს გაიზრდის.
ფოტო: სფფ