საქართველოს ნაკრები მარტში და ოქტომბერში ამხანაგურ მატჩებს გამართავს

Nakrebi.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები მარტში და ოქტომბერში ამხანაგურ მატჩებს გამართავს. ვილი სანიოლის შეგირდები 25 მარტს მონღოლეთის ნაკრებს შეხვდებიან, 12 ოქტომბერს კი ტაილანდის ეროვნულ გუნდს. ორივე მატჩი საქართველოში გაიმართება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფში მეტოქეებად ესპანეთის, ნორვეგიის, შოტლანდიის და კვიპროსის ნაკრებები ჰყავს, კვიპროსის, რომლის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა.

საქარტელოს ნაკრები ჯგუფში პირველ მატჩს 28 მარტს ბათუმში ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ფოტო: Nakrebi.ge

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *