საქართველოს ნაკრები ფინეთთან მატჩისთვის ემზადება – ჰეშთეგი და საჩუქარი გულშემატკივარს

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ფინეთთან მატჩისთვის ემზადება. საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ, გულშემატკივრებისთვის საკმაოდ საინტერესო რამ მოიფიქრა. ქომაგი, რომელიც 5 იანვარს ახალ სპორტის სასახლეში ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრას დაესწრება, გადაიღებს ორიგინალურ ფოტოს ჰეშთეგით  #ვქომაგობხელბურთისნაკრებს. და მისი ფოტო ყველაზე მეტ მოწონებას დააგროვებს, ხელბურთის ფედერაციისგან საჩუქრად ხელბურთის ნაკრების მაისურს და ბურთს მიიღებს.

საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პლეი-ოფში ფინეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება. პირველი მატჩი თბილისში ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა კი 9 იანვარს ფინეთში. თბილისურ მატჩზე დასწრება თავისუფალია და აუცილებელია კოვიდ რეგულაციების დაცვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *