დღეს, 21 ოქტომბერს ფიფა-კოკა კოლას განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა. აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები 93-ე ადგილზეა. საგულისხმო, რომ წინა თვის სიაში ჩვენი გუნდი 96-ე გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ ჯვაროსნებს წელს 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი. ვილი სანიოლის შეგირდები 11 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედეთს უმასპინძლებენ, 15-ში კი უზბეკეთს დაუხვდებიან.
ჩვენი ჯგუფის სხვა ნაკრებებიდან ესპანეთი მე-8 ადგილზეა, შვედეთი მე-18 პოზიციას იკავებს, საბერძნეთი 46-ე ადგილზეა, კოსოვო კი 109-ზე.
რაც შეეხება ფიფა-კოკა კოლას რეიტინგს, ათეული შემდეგნაირია.
- ბელგია
- ბრაზილია
- ინგლისი
- საფრანგეთი
- იტალია
- არგენტინა
- პორტუგალია
- ესპანეთი
- მექსიკა
- დანია