საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი დაგეგმა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი დაგეგმა. ვილი სანიოლის შეგირდები 8 სექტმებერს სტუმრად ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. ინფორმაცია სფფ-მ გაავრცელა.

საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებები ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ. 1 მატჩი ქართველებმა მოიგეს, 3 ბულგარელებმა, 1 კი ფრედ დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან მატჩმდე 2 ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ჯვაროსნები ბათუმში 2 სექტემბერს კოსოვოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ, 5-ში კი ესპანეთს ესტუმრებიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *