საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი დაგეგმა

საქართველოს ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. სანიოლის შეგირდები 15 ნოემბერს უზბეკეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სფფ-მ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს წელს 1 ოფიციალური მატჩი დარჩა. 11 ნოემბერს ჩვენი გუნდი შვედეთს უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩი ბათუმში გაიმართება.

რაც შეეხება საქართველოს და უზბეკეთის დაპირისპირებას, ეს გუნდები ერთმანეთს ბოლოს 2017 წლის 23 იანვარს შეხვდნენ და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. გოლები საბა ლობჟანიძემ და თემურ შონიამ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ჯვაროსნები იმ შეხვედრაში უმეტესად საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით იყვნენ დაკომპლექტებული.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *