მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაცო ეტაპის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. მან დაზიანება უკრაინასთან მატჩში მიიღო, იყო იმედი რომ რეაბილიტაციის შედეგად შეძლებდა თამაშს და გუნდს ესპანეთში გაჰყვა.
თავად შენგელიას უდიდესი სურვილი ქონდა ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაში, თუმცა ქართველმა და ესპანელმა მედიკოსებმა დაადასტურეს რომ, კაპიტნის ტრავმირებული ფეხი მას მოედანზე გასვლის საშუალებას არ აძლევს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები შეხვედრას დღეს, თბილისის დროით 23:30 საათზე, ქალაქ ხაენში გამართავს.