საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს ბულგარეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. ეროვნულ გუნდს ულსან ჰიუნდაის ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვიალი გამოაკლდა, რომელმაც კოსოვოსთან და ესპანეთთან მატჩებში მონაწილეობა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ამ სანაკრებო შეკრებაზე საქართველოს ნაკრები კოსოვოს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. 2 დღის წინ ჩვენი გუნდი ესპანეთთან 0:4 განადგურდა. საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 1 ქულით ბოლო მე-5 ადგილზეა.
რაც შეეხება ბულგარეთის და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირებას, მატჩი 8 სექტემბერს სოფიაში ვასილი ლევსკის სახელობის სტადიონზე 20:30-ზე გაიმართება.