ხვალ, 2 სექტემბერს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კოსოვოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნულ გუნდს ვარჯიშზე მიღებული მცირე ტრავმის გამო საბა ლობჟანიძე ვერ დაეხმარება. უცნობია შეეძლება თუ არა საბას ესპანეთის და ბულგარეთის ნაკრებების წინააღმდეგ თამაში.
შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძე ჰატაისპორში გადავიდა და სეზონი შესანიშნავად დაიწყო. ქართველმა შემტევმა ახალი გუნდის მაისურით 3 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაიტანა.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ვილი სანიოლის შეგირდებს 3 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვთ და მხოლოდ კოსოვოს უსწრებენ.
ფოტო: სფფ