საქართველოს ნაკრებს ჩაკვეტაძეც გამოაკლდა

საქარველოს ნაკრები უზბეკეთთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. ბოლო ცნობებით, ჩვენს გუნდს მცირე ტრავმის გამო გიორგი ჩაკვეტაძეც გამოაკლდა. შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძის გარდა ნაკრებს ჯაბა კანკავა და ლუკა ლოჩოშვილიც დააკლდებიან.

საქართველოს ნაკრები უზბეკეთის ეროვნულ გუნდს 15 ნოემბერს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა შვედეთის ეროვნული გუნდი 2:0 დაამარცხა და ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *