საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს ამხანაგურ მატჩს გამართავს, სადაც უზბეკეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრამდე ჩვენს გუნდს 2 ფეხბურთელი გამოაკლდა. ოჯახური მდგომარეობის გამო გუნდს ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარება, ტრავმის გამო კი ლუკა ლოჩოშვილი.
საქართველოსა და უზბეკეთის მატჩი 15 ნოემბერს 18:00-ზე თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და ამ მატჩზე სტადიონის ტევადობის 33%-ის შევსება იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა ბათუმში შვედეთს უმასპინძლა და ხვიჩა კვარაცხელიას დუბლის წყალობით 2:0 დაამარცხა.