საქართველოს ნაკრებს 3 ფეხბურთელი გამოაკლდა

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მომდევნო შეხვედრას 12 ოქტომბერს კოსოვოში გამართავს. ეროვნულ გუნდში საკადრო პრობლემებია, საბერძნეთთან შეხვედრაში მიღებული ყვითელი ბარათების გამო, კოსოვოსთან თამაშს ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია გამოტოვებენ, იმავე მატჩში მიღებული მცირე დაზიანების გამო კი კოსოვოსთან არც გიორგი მიქაუტაძე არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 9 ოქტომბერს საბერძნეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ვილი სანიოლის შეგირდები ჯგუფში 1 ქულით ბოლო ადგილზე არიან. როგორც უკვე გითხარით, ჯვაროსნები შემდეგ ტურში კოსოვოს ესტუმრებიან, ჯგუფის ბოლო შეხვედრას ბათუმში შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

ფოტო: სფფ

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *