საქართველოს ნაკრები ვერც ამ შეკრებაზე ასცდა იძულებით ცვლილებას. ეროვნულ გუნდს ტრავმის გამო გიორგი მიქაუტაძე გამოაკლდა. სერენის ფორვარდს აზერბაიჯანული ზირას თავდამსხმელი დავით ვოლკოვი შეცვლის, რომელსაც ეროვნულ გუნდში პირველად უხმეს.
ვოლკოვს მშვენიერი პერიოდი უდგას. აზერბაიჯანის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მან 10 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში ბათუმში შვედეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, 15 რიცხვში კი გორში ამხანაგურად უზბეკეთის ეროვნულ გუნდს დაუხვდება.