საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა

საქართველოს ნაკრებში ცვლილებაა. ჩეხეთის ჩემპიონატში მიღებული ტრავმის გამო ეროვნულ გუნდს დავით კობოური დააკლდება, მის ნაცვლად კი ვილი სანიოლმა დინამო ბათუმის კაპიტანს მამუკა კობახიძეს უხმო.

კობახიძეს ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული. ორივე შეხვედრა 2020 წლით თარიღდება, როცა ჯერ სომხეთთან ითამაშა, შემდეგ კი ჩრდ. მაკედონიასთან. იმ ხანად ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი იყო.

საქართველოს ნაკრები მარტში 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. ჯვაროსნები 25-ში ბოსნიის ნაკრებს შეხვდებიან, 29 მარტს კი ალბანეთს. ვილი სანიოლის შეგირდები ორივე მატჩს სტუმრად ჩაატარებენ.

Leave a comment

Your email address will not be published.