საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია (Video)

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა კალინინგრადში, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ფინალში პორტუგალიის ნაკრები მშრალი ანგარიშით 27:0 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ჩვენმა გუნდმა მთელი ტურნირი ისე განვლო ერთი ლელოც არ გაშვია. პორტუგალიელებს კი, საქმე პირველივე ტაიმში მოვუმთავრეთ. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს, რომლებიც საბა არჩვაძის, ნიკოლოზ ბაბუნაშვილისა და რატი ზაზაძის ანგარიშზეა. გუნდის კაპიტანმა და მგეზავმა პეტრე ხუციშვილმა ორი გარდასახვა და ერთი საჯარიმო გაიტანა – 22:0.

შესვენების შემდეგ პორტუგალიელები საკმაოდ გააქტიურდნენ და თითქმის 20 წუთის განმავლობაში გამუდმებით გვიტევდნენ. ჩვენმა გუნდმა დაცავში უშეცდომოდ ითამაშა და პორტუგალიელებს პირველივე იერიშისას ლელო გაიტანა, რომელიც შეცვლაზე შესული შერკინების კვაჭის თორნიკე ბოყოველის ანგარიშზეა. საბოლოოდ როგორც უკვე ვთქვით, მეტოქე მშრალი ანგარიშით დავამარცხეთ.

პეტრე ხუციშვილი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:

“ჩვენ ამ ტურნირზე მოსაგებად ჩამოვედით და მოვიგეთ კიდეც. ფინალში პორტუგალიაზე უკეთ ვითამაშეთ და პირველობა დამსახურებულად გვერგო.

მთელი გუნდი შეშფოთებულნი ვართ ბათუმში მომხდარი ტრაგედიით. ამ გამარჯვებას ჩვენს ხალხს ვუძღვნით და, იმედი გვაქვს, ამ მძიმე ჟამს ოდნავ მაინც გავახრეთ”.

საქართველოს ნაკრები

15.საბა არჩვაძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. დიტო ბერაია (ლელო), 11. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო, კაპ.), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

1. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 2. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. ნიკა ლომიძე (ხარები), 5. გიგი ქურხული (ვეფხვები), 6. რატი ზაზაძე (არმაზი), 7. ლაშა ციხისთავი (ლელო), 8. ნიკოლოზ სუთიძე (ლელო);

16.თორნიკე ბოყოველი (ლელო), 17. ლაშა ფხაკაძე (აია), 18. ბადრი ციხისთავი (ლელო); 19. თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), 20. ნიკოლოზ კინწურაშვილი (ლელო), 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო); 22. დავით იმნაძე (იუნკერები), 23. ლაშა ცხოვრებაძე (ვეფხვები), 24. ზურაბ ონიანი (არმაზი), 25. ვაჟა მიქაძე (ლელო), 26. გიორგი გერგედავა (აია).

საქართველო: 4 ლ – ბაბუნაშვილი, არჩვაძე, ზაზაძე, ბოყოველი. 2გ,ს – ხუციშვილი

მე-7 ადგილისთვის

ჩეხეთი-რუმინეთი 8:38

მე-5 ადგილისთვის

რუსეთი-ნიდერლანდები 13:7

მე-3 ადგილისთვის

ესპანეთი-ბელგია 46:7

ფინალი

საქართველო-პორტუგალია 27:0

 

საბოლოო მდგომარეობა

1.საქართველო, 2.პორტუგალია, 3. ესპანეთი, 4. ბელგია, 5. რუსეთი, 6. ნიდერლანდები, 7.რუმინეთი, 8. ჩეხეთი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *