საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ინგლისს ლამაზად მოუგო

ბათუმში აჭარაბეთ არენაზე საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლა. რამაზ სვანაძის გუნდმა მეტოქე 3:2 დაამარცხა.

ქართველმა ახალგაზრდებმა მეტოქეს ლამაზი ფეხბურთით მოუგეს, რაც ძალზედ სასიხარულოა. ანგარიში 25-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა გახსნა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან შესანიშნავი დარტყმით შეაგდო. მეორე ტაიმის დაწყებიდან 1 წუთი არ იყო გასული როცა გოჩოლეიშვილის გადაცემის შემდეგ, გულიაშვილმა 1 შეხებით დუბლი გაიფორმა. 65-ე წუთზე თავად გოჩოლეიშვილის ჯერი დადგა, საბურთალოს ფეხბურთელმა ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, საჯარიმოში შეისეირნა, ანგარიში 3:0 გახადა და საბოლოო ჯამში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

მე-3 გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრები თითქოს მოეშვა. ინგლისელებმა 2 იდენტური გოლი გაიტანეს, ჯერ 81-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებული შეაგდეს თავით, შემდეგ 94-ზე.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ინგლისელ 21 წლამდელებთან მშვენიერი ფეხბურთი ითამაშა. რამაზ სვანიძის შეგირდებმა ქართველი გულშემატკივრები ლამაზი თამაშით და შესანიშნავი მოგებით გაახარეს, რაშიც თავად სვანაძის და ზოგადად სამწვრთნელო შტაბის წვლილი დიდია. ეს სწორედ ის გუნდია, რომელიც 2023 წელს ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე ითამაშებს და იმედია კიდევ უფრო მოუმატებენ და თავიანთ სიტყვას იტყვიან.

ისიც სათქმელია, რომ ეს შეხვედრა უფრო მეტი გულშემატკივრის დასწრებას იმსახურებდა, არამარტო დღევანდელი თამაშით, არამედ იმ შეხვედრით, რომელიც საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა დაახლოებით 1 თვის წინ რუმინეთთან გამართა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *