25 თებერვალი – საქართველოს ჩემპიონატი იწყება, რიგით 35-ე. ვფიქრობთ საინტერესო იქნება, ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები ჩამოვწეროთ.
19 ფეხბურთელია, რომლებსაც 100 ან მეტი გოლი აქვთ გატანილი. იგულისხმება მთავარი ლიგა.
პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 100 გოლს მიაღწია, ოთარ კორღალიძეა.
ერთ სეზონში გოლების რაოდენობით საუკეთესოა მერაბ მეგრელაძე: 1992/93 წლების სეზონში 41 გოლი გაიტანა. იმ დროს მეგრელაძე 37 წლის იყო.
გამოკვეთილი ბომბარდირი კი, რა თქმა უნდა, ზურაბ იონანიძე. ის 100-ს კი არა, 200-გოლიან ნიშნულს გადასცდა – 216 გოლი აქვს!..
სულ სამი მოქმედი ფეხბურთელია, რომლებიც ასიანში არიან: სიხარულიძე, ტატანაშვლი და გაბედავა. აქედან სიხარულიძე ისევ საბურთალოშია და დიდი შანსი აქვს, სტატისტიკა გააუმჯობესოს. გაბედავა ისრაელის კლუბში (ჰაპოელ აკრე) გადავიდა, ხოლო ტატანაშვილი ლიგა 3-ის დუშეთის არაგვშია.
ზურაბ იონანიძე – 216
ლევან ხომერიკი – 140
ჯაბა დვალი – 127
გია მეგრელაძე – 126
დავით ჯანაშია – 124
მიხეილ აშვეთია – 121
ირაკლი სიხარულიძე – 115
დიმიტრი ტატანაშვილი – 115
ზვიად ენდელაძე – 112
პაატა მაჭუტაძე – 106
ოთარ კორღალიძე – 105
გიორგი დარასელია – 105
მერაბ მეგრელაძე – 104
მამუკა ჯუღელი – 102
დავით გოდერძიშვილი – 102
გიორგი გაბედავა – 101
სულიკო დავითაშვილი – 101
დავით მახარაძე – 101
მამუკა ხუნდაძე – 100