ამ მომენტისთვის ტოკიოს ოლიმპიადაზე მედლების მიხედვით საქართველო მე-19 ადგილზეა… ერთი ოქრო (ლაშა ბექაური) და ორი ვერცხლი (ლაშა შავდათუაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი).
საქართველო ბევრ ძლიერ ქვეყანას უსწრებს. მაგალითად, ესპანეთს, არგენტინასა და უკრაინას ჯერ ოქრო არ აქვთ! არც ბელგიას, ჩეხეთს, დანიას, პოლონეთს, მექსიკას.
პირველზე იაპონიაა 13 ოქროთი. აი, პირველი ხუთეული:
იაპონია (13 ოქრო – 4 ვერცხლი – 5 ბრინჯაო)
ჩინეთი (12 – 6 – 9)
აშშ (11 – 11 – 9)
რუსეთის ოკ (7 – 9 – 6)
ავსტრალია (6 – 1- 9)