ფიჯის რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა ნოემბრის ტესტებზე ამ ქვეყნის ნაკრების მეტოქეების ვინაობა. ფიჯელები 6 ნოემბერს ესპანეთს ეთამაშებია, 14 ნოემბერს უელსში სტუმრობენ. მესამე მეტოქე კი, საქართველოს ნაკრები იქნება. ოღონდ, სად და როდის გაიმართება ეს მატჩი უცნობია.
მიზეზი საქართველოში გართულებული კოვიდპანდემიური მდგომარეობაა.
გამორიცხული არ არის მსოფლიო რაგბიმ ბორჯღალოსნებისა და ფიჯის ნაკრების დაპირისპირება ნეიტრალურ მოედანზე, თუნდაც ბირტანეთში დანიშნოს. გადაწყვეტილება, ცხადია, ჯერ მიღებული არ არის.
“ჩვენ შეგვიძლია საქართველოს ნაკრებს ნეიტრალურ მოედანზე ვეთამაშოთ. ველოდებით მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებას” – თქვა ფიჯის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ოკონორმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 13 ნოემბერს სტუმრად დაუპირისპირდება საფრანგეთის ნაკრებს. ერთი კვირით ადრე კი, სავარაუდოდ, სამოას ეროვნულ გუნდს უნდა ვუმასპინძლოთ.