საქართველო პირველია, ესპანეთი მეორე

რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში, რომელიც იმავდროულად მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპიცაა, მესამე ტურის მატჩები გაიმართა. პორტუგალიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმრად დიდი ანგარიშით დაამარცხა ნიდერლანდების ნაკრები 59:3 და მსოფლიოს თასზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.

მომდევნო მატჩს პორტუგალიელები სტუმრად გამართავენ ესპანეთთან, რომელმაც შინ დაამარცხა უშუალო კონკურენტი რუმინეთის ეროვნული გუნდი 38:21. შედგეად, ესპანელები საყურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აღზევდნენ, რაც მსოფლიოს თასზე პირდააპირ გასვლის საშუალებას იძლევა.

სამწუხაროდ, ცნობილი მიზეზების გამო საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩი გადაიდო.

სატურნირო მდგომარეობა

1. საქართველო – 31 ქულა, 2. ესპანეთი – 25, 3. რუმინეთი – 22. 4. პორტუგალია – 21, 5. რუსეთი – 10, 6. ნიდერლანდები – 0

IV ტური
12 მარტი
რუმინეთი-საქართველო
ნიდელანდები-რუსეთი (გად)
13 მარტი
ესპანეთი-პორტუგალია

V ტური
19 მარტი
პორტუგალია-რუსეთი
ნიდერლანდები-რუმინეთი
20 მარტი
საქართველო-ესპანეთი

Leave a comment

Your email address will not be published.