9 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ კალენდარულ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება, აღნიშნულ შეხვედრას მაყურებელი დაესწრება. საკოორდინაციო საბჭოს მსჯელობის შედეგად გადაწყდა და პრესკონფერენციაზე რამდენიმე წუთის წინ გაჟღერდა რომ შეხვედრას სტადიონის საერთო ტევადობის 33 % დაესწრება. აღნიშნულ შეხვედრას 9 ოქტომბერს ბათუმი უმასპინძლებს.
საქართველო – საბერძნეთი ! მაყურებელი ტრიბუნებზე ბრუნდება
