საქართველო-ყაზახეთი?.. თუ?.. რა შეიძლება მოხდეს?

რა ხდება ერთა ლიგის C ჯგუფში? დღეს ჩვენთვის საინტერესო ორი მატჩი გაიმართა: ყაზახეთმა აზერბაიჯანში წააგო 0:3, ხოლო თურქეთი ფარერის კუნძულებზე დამარცხდა 1:2… ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები დიდი ალბათობით პირველადგილოსნებს შორის პირველი იქნება: ამისთვის საჭიროა ორშაბათს გიბრალტარში უბრალოდ მოგება.

ახლა ეს სიტუაციაა პირველადგისლონებში:

თურქეთი – 6 მატჩი, 13 ქულა (ბურთები +13)

საქართველო – 5 მატჩი, 13 ქულა (ბურთები +12)

ყაზახეთი – 6 მატჩი, 13 ქულა (ბურთები +2)

საბერძნეთი – 5 მატჩი, 12 ქულა (ბურთები +6)

ნახევარფინალები 2024 წლის მარტში იქნება. როგორც იცით, ნახევარფინალში პირველი მაჩვენებლის მქონე მეოთხეს შეხვდება შინ, მეორეც მესამეს ასევე შინ (1/4 და 2/3). ფინალიც ერთმატჩიანი იქნება.

მაგრამ ვის შეხვდება საქართველო? უფრო დიდი ალბათობით შინ ყაზახეთს, მაგრამ შესაძლოა საბერძნეთსაც კი. საბერძნეთს ერთი უპირატესობა აქვს. ვარირების: ყველაზე გვიან თამაშობს, სამშაბათს. შინ ჩრდილოეთ ირლანდიას ხვდება და უკვე ეცოდინება, რა აწყობს, ვისთან შეხვედრა, იმის მიხედვით შეეცდება…

რა შემთხვევაში დაეჯახება საქართველო საბერძნეთს? თუ ბერძნები სამშაბათს შინ წააგებენ.

ახლა ნახეთ, რა კარგი ამბავი მოხდა ფარერების მიერ თურქეთის დამარცხებით… საბერძნეთი ჩრდილოეთ ირლანდიასთან წესით უკვე მოგებაზე ითამაშებს, რათა მეორე მაჩვენებელზე გავიდეს და ნახევარფინალში მასპინძლის სტატუსი მიიღოს.

…მოკლედ ეს ყველაფერიიმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა მოიგოს გიბრალტარში. სხვანაირად ყველაფერი აირევ-დაირევა.

და კიდევ, როგორც იცით, ჩვეულბრივი შესარჩევი გაისად მარტიდან ნოემბრამდეა და იქიდანაც შეიძლება გასვლა. ღმერთმა ქნას, საქართველო იქიდან გავიდეს და ეს ფლეი-ოფი აღარც დასჭირდეს.

მაგრამ თუ დავუშვათ თურქეთი, საბერძნეთი ან ყაზახეთი გავლენ ჩვეულებრივი შესარჩევიდან, მაშინ რა ხდება? მათ ჩაანაცვლებენ მათივე ჯგუფში მეორეზე გასული გუნდები (შესაბამისად ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი; კოსოვი, კვიპროსი ან ჩრდ.ირლანდია).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *