დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართება. სულ 4 დივიზიონია და საქართველოს ნაკრები რანგით მესამეშია – C. აქ 6 გუნდია. 4 ოთხგუნდიანი ჯგუფი იქნება და პირველადგილოსნები ნახევარფინალებში შეხვდებიან ერთმანეთს.
ეს დამატებითი გზაა ევრო-2024-ზე მოსახვედრად.
პლუს, ეს ოთხი გუნდი მომდევნო ერთა ლიგაში ზედა დივიზიონში აიწევს, ამ შემთხვევაში B-ში.
საქართველო C დივიზიონის მესამე კალათაშია. მოკლედ, ერთა ლიგის კალათები ცნობილია და წარმოგიდგენთ: თავად განსაჯეთ, როგორი ჯგუფი სჯობს… ასარჩევად რომ იყოს.
კალენდარს რაც შეეხება, ძალიან დატვირთული ივნისი იქნება გაისად. ზედიზედ ოთხი თამაში… მერე სექტემბერში კიდევ ორი.
პირველი ტური: 2-4 ივნისი, მეორე ტური: 5-8 ივნისი, მესამე ტური: 8-11 ივნისი, მეოთხე ტური: 12-14 ივნისი, მეხუთე ტური: 22-24 სექტემბერი, მეექვსე ტური: 25-27 სექტემბერი.
და რაც შეეხება ჩვეულებრივ ევრო-2024-ის შესარჩევს, ჯგუფების წილისყრამდე ჯერ დროა. 2022 წლის 9 ოქტომბერს გაიმართება წილისყრა… და შესარჩევის მატჩები მთლიანად 2023 წლის მარტიდან ნოემბრამდე შედგება. მოკლედ, როგორც წინა ევროპის ჩემპიონატის წინ იყო.
ისევ ერთა ლიგაზე: მესამედ ტარდება… პირველ შემთხვევაში საქართველოს ნაკრებმა ფინალამდე მშვენივრად ითამაშა. ერთი ნაბიჯი იყო დარჩენილი და ბოლოს შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წააგო. იმედია, ახლაც იქნება შანსი…