წყალბურთში მსოფლიო ლიგის მორიგ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ყაზახეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ძირითადი დრო 11:11 დასრულდა, პენალტები კი ყაზახთა სასარგებლოდ 5:4 დამთავრდა.
მატჩი ყაზახთა უპირატესობით დაიწყო, ჩვენი მეტოქე 3:1-ს იგებდა, თუმცა ქართველებმა მალევე მოუმატეს და 7:3-ს იგებდნენ, შემდეგ კვლავ ყაზახეთი გააქტიურდა და სტუმრებმა 2 გაიტანეს. ამის მერე თანაბარი თამაში წავიდა, ბოლოს კი ქართველებმა მოუმატეს. 11:10 იყო და თითქოს გამარჯვებაში ხელს არაფერი გვიშლიდა, თუმცა ბოლოს ანგარიში გათანაბრდა და პენალტების სერია დაინიშნა. აღნიშნულ ეტაპზე ქართველები 4:5 დამარცხდნენ, ერთადერთი პენალტი ბორის ვაპენსკიმ გააფუჭა.
ქართველთაგან გოლები მარკო იელაჩამ (2) ნიკა შუშიაშვილმა (3), ბორის ვაპენსკიმ (3), ანდრია ბითაძემ, ფაბიო ბარალდიმ და გიორგი მაგრაქველიძემ გაიტანეს.