ბერგამოში უცნაური დილა გათენდა. გულშემატკივრები მათი საყვარელი “ატალანტას” სპეციალური საახალწლო მაისურის მოლოდინში იყვნენ, მაგრამ ფანშოპთან და ონლაინ მაღაზიებში არსებული გულშემატკივართა რიგები სევდამ და იმედგაცრუებამ მოიცვა, როგორც შემდეგ გაირკვა ფორმის ტექნიკურმა სპონსორმა და მწარმობელმა “Joma”-მ შეცდომა დაუშვა, კერძოდ მაისურზე პირველადი ვერსიით გათვალისწინებული იყო ქალაქ ბერგამოს ღირსშესანიშნაობები და ისტორიული შენობების დატანა, მათ შორის ქალაქის კათედრალის. დიზაინერებმა კი როგორც ჩანს გუგლით ისარგებლეს და გაურკვევლობაში მყოფებებმა ტურინული შენობა დაიტანეს, ფაქტმა ბერგამოელი ტიფოზები ძალიან განარისხა.
“დაუშვებელია მსგავსი რამ ასეთ კლუბში ხდებოდეს, თავს შერაცხყოფილად ვგრძნობთ, თითქოს ვიღაც დაგვცინის. რას აკეთებს გუნდის მარკეტინგის სამსახური ? რას აკეთებს გუნდის პრეზიდენტი ან ის ადამიანები ვინც ამ საქმეს მუშაობდნენ ? საშობაო ფორმა ჩემი კოლექციის ახალი ნაწილი უნდა გამხდარიყო, თუმცა არ ვაპირებ არც ამ მაისურის და არც მისი განახლებული ვერსიის შეძენას” – წერს ატალანტას ფანი ტვიტერზე.
კლუბმა და კომპანიამ გულშემატკივრებს მოუბოდიშეს და შეცდომის სწრაფადვე გამოსწორებას დაპირდნენ.
“გაუგებრობა მოხდა, ცხადია განზრაც ასე არავინ მოქცეულა, იქ სადაც ადამიანური რესურსია ჩართული და არა კომპიუტერი, ცხადია შეცდომები შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, ყველამ ვნახეთ კვირის დასაწყისში ჩემპიონთა ლიგა და წილისყრის პერიპეტიები. გვინდა გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადოთ და შეცდომა გამოვასწოროთ ” – ამბობს კლუბის მარკეტინგის სპეციალისტი ჯანფრანკო ნერო.
თავის მხრივ კომპანიამ გუნდთან ერთად ახალი ხაზის და დიზაინის მაისურების პრეზენტაცია დაანონსა.
“ბოდიშს ვიხდით და მალე ახალ, ლამაზ საშობაო მაისურებს იხილავთ. განსაკუთებულს და გამორჩეულს. ატალანტა იტალიაში მოწინავე კლუბია და გულშემატკივრების პრეტენზიები და გაბრაზება ლოგიკურია, მსგავსი რამ სამომავლოდ აღარ მოხდება. წინ საინტერესო პრეზენტაცია და ახალი მაისურები გველის“- ამბობს “Jomas” ტექნიკური მენეჯერი რეი სანდრადე.