საჩემპიონო ბრძოლა – ტერუნოფუჯიმ იმპერატორის თასი მოიგო! [ვიდეო]

კიუშუ ბაშოს მე-14 დღეს, დაუმარცხებელი იოკოძუნა ტერუნოფუჯი მდევარ აბის (12:1) დაუპირისპირდა. თუ მონღოლი მოიგებდა, 1 დღით ადრე ჩემპიონობას გაინაღდებდა, თუ აბი – მას დაეწეოდა.

 

აბი ოში-ძუმოს მიმდევარია (დიტანციაზე იბრძვის), რაც ტერუნოზავრს პრობლემებს უქმნის. ასე იყო ახლაც, ძლიერი დარტყმების შემდეგ იოკოძუნა ტავარას (დოჰიოს შემოვლებული თიხის წნელი) მიებჯინა, მის გადაყვანას ერთი ძლიერი მიძალება სჭირდებოდა, მაგრამ დიდი ჩემპიონები ასეთი სიტუაციებიდან გამოდიან და მეექვსე იუშოს (იმპერატორის თასი) იგებენ.

 

Leave a comment

Your email address will not be published.