ჰაცუ ბაშოს მე-15 დღეს, ჩემპიონის ვინაობა გაირკვა. იოკოძუნა ტერუნოფუჯის 11 გამარჯვება და 3 მარცხი ჰქონდა, სეკივაკე მიტაკეუმის კი – 12 გამარჯვება და 2 მარცხი. თუ მონღოლი ჩემპიონი გაიმარჯვებდა, კეტტეი-სენს (საჩემპიონო ორთაბრძოლას) მივიღებდით, სადაც მონაწილეობას მე-6 მაეგაშირა აბიც მიიღებდა, რომელმაც მე-12 მოგება კოტონოვაკასთან მიითვალა.
კეტტეი-სენი საჭირო აღარ გახდა, რადგან მიტაკეუმიმ ტერუნოფუჯი დაამარცხა და კარიერაში მესამე იუშო (იმპერატორის თასი) მოიგო…