საჩოგბურთო დეპრესია – მარდი ფიშის დოკუმენტურ ფილმში

ამერიკელი მარდი ფიში – მსოფლიო რეიტინგის ტოპ 10-ის ყოფილი წევრია. ვეტერან ჩოგბურთელს პროფესიონალური კარიერის განმავლობაში ATP-ის 6 ტურნირი აქვს მოგებული, 2004 წლის ოლიმპიადაზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩოგბურთში ფიში აღიქმებოდა და პოპულარული იყო იმ მიზეზის გამო, რომ ენდი როდიკის უახლოესი მეგობარი გახლდათ. კარიერის მეორე ეტაპზე (30 წლის ასაკიდან) ამერიკელი ჩოგბურთელი „გაიხსნა“ – რამდენიმე წარმატებული სეზონი ჩაატარა – სამჯერ გავიდა უიმბლდონის 1/4 ფინალში, რამდენჯერმე ითამაშა მასტერსის ფინალში და ერთხელ წლის შემაჯამებელ ტურნირზეც მოხვდა.

null

ფიშმა საჩოგბურთო კარიერა ხმაური გამარჯვებების და ფსიქოლოგიური პრობლემებით დაასრულა. ამ მოვლენიდან 6 წელიწადში კი NETFLIX-მა გამოუშვა დოკუმენტური ფილმი, რომელიც მარდის კარიერას, მის ცხოვრებას ეხება, სადაც იდეალურად არის წარმოჩენილი ჩოგბურთის ის ბნელი მხარე, რომელიც როგორც ყოველთვის კადრს მიღმა რჩება ხოლმე.

null

NETFLIX-მა შექმნა დოკუმენტური სერიალი სახელწოდებით – UNTOLD (ამბავი, რომელიც არ მოუყოლიათ), რომლის პირველი სეზონი 5 სერიისგან შედგება.

სერიებში შეხვდებით ამბებს, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობია – ჰოკეის გუნდის კავშირები მაფიასთან, მასობრივი ჩხუბი ნბა-ს მატჩის მიმდინარეობისას, კეტლინ ჯენერის ტრაგიკულ ისტორიას და ასე შემდეგ.

მარდი ფიშზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს სახელად – Breaking Point (გადამწყვეტი ქულა) ქვია და სწორედ ეს სერია ხურავს პირველ სეზონს.
მაყურებელთა და კინოკრიტიკოსთა შეფასებით Breaking Point-მა დიდი მოწონება დაიმსახურა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *